ბიოფსიქოსოციალური შეფასების მოდელის დანერგვა საქართველოში | რამინ მაჭარაშვილი & მაგული შაღაშვილი
რიგით მე-8 დასკვნით პოდკასტში, რამინ მაჭარაშვილი და მაგული შაღაშვილი განიხილავენ ბიოფსიქოსოციალური შეფასების მოდელის უპირატესობებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მისი პილოტირების შედეგებს. შეგახსენებთ, რომ შეფასების აღნიშნული მოდელი ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური ფაქტორების, გარემო პირობებისა და ანატომიური მახასიათებლების ერთობლივ ხედვას. ამგვარად, შეფასების პროცესი გაცილებით უფრო ფართო სპექტრის საკითხებს მოიცავს და რაც მთავარია, მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებებზე.
15 Aug 2024
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი პირები ზუგდიდში | თომა კაკაბაძე და მადონა ხარებავა
ღია პოდკასტის მე-7 ეპიზოდში, მადონა ხარებავა და თომა კაკაბაძე განიხილავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილ პირთა უფლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის შემდგომ, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულთა შორის, იყვნენ შშმ პირებიც. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ერთად, მათი მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, დასავლური ფონდების ფინანსური დახმარებით უამრავ პროექტს ახორციელებდა. აღნიშნულ პროექტებზე დაყრდნობით, დაიხვეწა ჯანდაცვის სერვისები, დაინერგა ინკლუზიური სწავლების საწყისი მოდელები, ამოქმედდა მუნიციპალური საბჭოები და სხვა... მადონა ხარებავას განცხადებით, ყველა ეს მიღწეული შედეგი ახლა ე.წ "რუსული კანონის" გამო საფრთხეშია და თუ ამ კუთხით არაფერი შეიცვალა, შშმ პირები ისევ მარტო დარჩებიან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე.
3 Jun 2024
პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში | გიორგი ძნელაძე და თინათინ რევაზიშვილი
რიგით მე-6 ღია პოდკასტში, გიორგი ძნელაძე და თინათინ რევაზიშვილი საუბრობენ პარასპორტის შესახებ - როგორია მისი მომავალი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პარაოლიმპიური თამაშები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის და რა ტიპის მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იმისთვის, რათა უფრო მეტმა პარასპორტსმენმა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ სპორტით დაკავება და მსოფლიო მასშტაბის წარმატების მიღწევა.
---
Პოდკასტი - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
#ღიაპოდკასტი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე დარჩა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება საარჩევნო პროგრამებსა თუ პოლიტიკურ ხედვებში, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
რამინ მაჭარაშვილი და თომა კაკაბაძე, ღია პოდკასტის რიგით მე-5 ეპიზოდში, წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ და მიმოიხილავენ მის სხვადასხვა ასპექტს: პარტიებსა და შშმ პირებს კომუნიკაციას, პარტიულ პროგრამებს, შშმ პირთა მონაწილეობის ხარისხს, რუსული კანონპროექტის ინიცირებას და მის სამომავლო შედეგებს.
---
Პოდკასტი - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
#ღიაპოდკასტი
23 Mar 2024
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში | ივდო ოტობარი & სოფო ჩახაია
🟣 დამოუკიდებელი ცხოვრება, ჯანდაცვის სერვისები, გარემოს ხელმისაწვდომობა, საზოგადოების დამოკიდებულება, დასაქმება, განათლების მიღების შესაძლებლობა, პირადი ცხოვრება - ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საუბრობენ რიგით მე-4 ღია პოდკასტში ივდო და სოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
---
🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
5 Feb 2024
რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედობა საქართველოში | რუსო შერვაშიძე და ირმა კილაძე
რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედობა საქართველოში | რუსო & ირმა | ღია პოდკასტი #3
რიგით მე-3 ღია პოდკასტში, რუსო და ირმა განიხილავენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედა - საქართველოში; რა ბრძოლების გავლა მოუწიათ მათ და რა ეტაპზე არიან ახლა; თავად როგორ აფასებენ საკუთარ განვლილ გზას და რაც მთავარია - რა რჩევები აქვთ იმ დედებისთვის, რომლებიც ახლა დგანან იგივე მოცემულონის წინაშე.
---
🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
4 Jan 2024
სოციალური, სამედიცინო, საქველმოქმედო და უფლებადაცვითი მიდგომები | თათო მახარაძე და ნონა ბერიძე
🎙️ რიგით მე-2 ღია პოდკასტში, თათო და ნონა საუბრობენ იმ მიდგომებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით, ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პოდკასტი საახალწლო პერიოდშია, რადგან, მიდგომების ნაწილის მიხედვით, შშმ პირი მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი დახმარების მიმღებ ბენეფიციარად განიხილება და მას განვითარების საშუალებას არ აძლევს.
---
🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
3 Dec 2023
გარემოს ფიზიკური მისაწვდომობა | თომა კაკაბაძე და ნოდო ქარცივაძე
დღეს 3 დეკემბერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე და ჩვენი პოდკასტის პირველი ეპიზოდი სწორედ ამ თარიღს დავამთხვიეთ.
"ღია პოდკასტის" პირველი მასპინძელი ორგანიზაციის - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" თავმჯდომარე - თომა კაკაბაძე, ხოლო სტუმარი, პროფესიით არქიტექტორი და აქტივისტი - ნოდო ქარცივაძეა.
პირველი ეპიზოდის სასაუბრო თემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აქტუალური - ადაპტირების პრობლემაა.
პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
Contact ღია პოდკასტი — ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
Guest appearances
Books guests
Based on episode analysis; this does not confirm that the show is currently accepting guests.
Host of ღია პოდკასტი — ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის?
Claim your podcast to manage its listing and keep your show details accurate.
Pod Engine is an independent podcast discovery and analytics service and is not affiliated with or endorsed by this podcast. Artwork and show content belong to their owners. Full legal notice.
Explore this show Podcast research with Pod Engine