საბა ლეკვეიშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს: ორჯერ ამერიკაში.
რა ხდება ამერიკული პოლიტიკასა და სოციო-კულტურულ სივრცეში. მოუსიმნეთ აშშ-ს ამბებს "დასავლეთის აბსოლუტიზმისა" და "შეუცდომლობის" მიდგომისგან დაცლილი მსჯელობით.
#12 - ტრამპი VS ზელენსკი - ანუ რა მოხდა თეთრ სახლში
ტრამპისა და ზელენსკის პირველი შეხვედრა ოვალურ კაბინეტში არასასიამოვნოდ დასრულდა.
ამ ეპიზოდში განვიხილავ ტრამპის დამოკიდებულების ფესვებს, მოტივაციას, მის "ბიზნეს-მაინდსა" და მიდგომებს.
გიყვებით ჩემს აზრებს იმ ყველაფერზე, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია.
28 Feb 2025
#A - რა არის Social Security ანუ ამერიკის "საპენსიო ფონდი"
ამ ვიდეოში უბრალოდ გიხსნით სისტემას, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა ამერიკის ეკონომიკაში და რომ ვიცოდეთ რა სისტემაზეა საუბარი.
22 Feb 2025
#11 - საშიში იდეოლოგია აშშ-ს კონსერვატორებში
კონსერვატორთა უდიდეს ფორუმზე CPAC-ზე შემაშფოთებელი გზავნილები ისმის. ამას თან ერთვის პრეზიდენტი ტრამპის დიქტატორულ ვნებებთან ფლირტაობა.
და ჯერ მხოლოდ 30 დღეა გასული ინაუგურაციიდან.
18 Feb 2025
#10 - USAID-ის ხარჯების შესახებ
ამ ეპიზოდში მოგიყვებით, რატომ არაა USAID-თან დაკავშირებული თემა ისე მარტივად, როგორ ამას პროპაგანდა გვიყვება.
14 Feb 2025
#9 - ვენსი, ჰეგსეტი და უკრაინა - ქაოსი თუ ერთგვარი ფანდი?
ბოლო 24 საათში პრეზიდენტი ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და თავდაცვის მდივანი ჰეგსეტი მინი ქაოსს გვთავაზობენ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. რა მოხდა, რა თქვეს და არის თუ არა ოპტიმიზმის ნაპერწკალი?
14 Feb 2025
#8 - როგორ მოჯვა ტრამპმა პუტინისტური პროპაგანდა
უკრაინაზე საუბრის დროს ტრამპმა თავისი არაკომპეტენტურობა გამოავილინა, თავის ეგოს მიეფერა და პუტინის ჩაწვეთებული პროპაგანდაც შემოგვტენა პირდაპირ ოვალურ კაბინეტში.
ამიტომ უნდა ვუთხრათ ხალხს სიმართლე, რომ ეს კაცი არის იდიოტი.
7 Feb 2025
#7 - ტრამპის თქმით, მასკი აშშ-ს სისტემაში შეჭრილია
პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ მასკს და მის გუნდს არ სჭირდებათ აშშ-ს მოქალაქეების ფინანსურ და პირად ინფორმაციაზე წვდომა, მაგრამ ადვილად შეაღწიეს, რადგან ქყეყანას არ აქვს კარგი უსაფრთხოება.
30 მილიონამდე დაბალშემოსავლიან ამერიკელს ილონ მასკმა მოუსპო პროგრამა, რომელსაც ვიღაცა ტვიტერზე უწოდა "ულტრა-მემარცხენე" მომსახურება და ილონიც დაეთანხმა.
ძალიან მოკლედ! უმოკლესად გიყვებით აშშ-ს საგადასახადო სისტემაზე და როგორ აახია ფული ილონმა მილიონობით ამერიკელს.
ჯერ-ჯერობით ამბობენ, რომ უკვე დაწყვებული წლევანდელი საგადასახადო სეზონისთვის ხელმისწავდომია ეს მომსახურება, მაგრამ ალბათ გაისიდან აღარ იქნება.
4 Feb 2025
#5 - ილონ მასკი, USAID და მთელი აშშ-ს ფინანსები
ვიდრე ილონ მასკი USAID-ზე პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებს, კულისებს მიღმა სხვა რამ ხდება.
ამ ეპიზოდში გიყვებით, როგორ და რა ჩაიგდო ხელში ილონმა და როგორ ცდილობს ტრამპისტული მოძრაობა ამ თემის გადაფარვას.
4 Feb 2025
#4 - ტრამპის ტარიფები, კანადა და მექსიკა
ტრამპის სავაჭრო ომის მუქარის შედეგებს მისი მომხრეები გამარჯვებად ნათლავენ. ოკ, მარა...?
31 Jan 2025
#3 - რობერტ კენედი: ანტი-მეცნიერი კანდიტატი ტრამპისგან
რობერტ კენედის მდიდარი და თავგადასავლებით სავსე ბიოგრაფია ნამდვილად აქვს.
მას დემოკრატების მსხვერპლადაც გვიხატავდა პროპაგანდა, მაგრამ რა იდეები აქვს ამ კაცს და როგორ აზროვნებს საერთოდ?
სენატორი მაიკლ ბენეტისა და კენედის 5 წუთიანი ინტერაქცია ყველაფერს ნათელს მოჰფენს. სენატის მოსმენაზე გამართული ამ დიალოგის შესახებ გიყვებით დღეს.
სენატორი ბენეტისა და კენედის დიალოგი: https://www.youtube.com/watch?v=ZNIP1XU61r0&t=237s
2025 წლის 29 იანვარს ვაშინგრონში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა.
როგორც თავად აღნიშნა, ეს უბრალოდ მოსაზრებებია და შემდეგ, ჟურნალისტებსაც დაუდასტურა, რომ "საღი აზრის" გარდა მის განცხადებებს სხვა საფუძველი არ აქვს.
28 Jan 2025
#1 - ტრამპი და კოლუმბია ანუ უაზრო კინკლაობა
დონალდ ტრამპმა 24 საათიანი დიპლომატიური კრიზისი შემოგვთავაზა, ფეხები აბაკუნა და თავისი მომხრეები აჭყლოპინა.
მაგრამ იყო ამის საჭიროება? ან რა მოიგო აშშ-მა?
28 Jan 2025
Ep 00 - დასავლური აბსოლუტიზმი და მედია ვაკუუმი
ამ გაცნობით ეპიზოდში ვსაუბრობ პოდკასტის მიზნებზე და ვაკრიტიკებ დასავლური აბსოლუტიზმის დოქტრინას ქართულ პოლიტიკურ და მედია სივრცეებში.
ოღონდ იმას ნუ ათქმევინებ ქართველ "მედასავლეთეს" რომ ტრამპი და რესპუბლიკური პარტია ცდება და მამუკა მდინარაძის პროპაგანდასაც მისცემს ვალიდაციას.
Contact ორჯერ ამერიკაში
Guest appearances
Books guests
Based on episode analysis; this does not confirm that the show is currently accepting guests.
Host of ორჯერ ამერიკაში?
Claim your podcast to manage its listing and keep your show details accurate.
Pod Engine is an independent podcast discovery and analytics service and is not affiliated with or endorsed by this podcast. Artwork and show content belong to their owners. Full legal notice.
Explore this show Podcast research with Pod Engine